სამართლის პოლიტიზაცია საქართველოში: მზარდი საფრთხე? – The Politicization of Justice in Georgia: A Growing Threat?
Johanna Popjanevski
ბოლო წლებში ყოფილი მთავრობის წევრების დაპატიმრებისა და გასამართლების კამპანია ბადებს შეკითხვას, გადაიქცევა თუ არა თანდათან საქართველოს სასამართლო სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ოპოზიციის დასუსტების ინსტრუმენტად. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის მომენტიდან, პროკურატურა მიზანმიმართულად ებრძვის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და ამავდროულად მცირე ყურადღებას აქცევს ნაკლებად „ხმაურიან“ საქმეებს. ამ შერჩევითი სამართლის პოლიტიკამ კრიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთაც გამოიწვია და იურიდიული სტრუქტურების დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა.